სპორტის კომიტეტის სხდომა

სპორტული დანიშნულების ავტომობილის აქციზზე შეღავათები წესდება.

პარლამენტის სპორტის კომიტეტმა, „საგადასახადო კოდექსში“ მხარი დაუჭირა მომზადებულ ცვლილებებს, რომლის მიხედვით, სპორტული დანიშნულების ავტომობილისთვის აქციზის გადასახადის თანხა, მათი წლოვანებითა და ძრავის მოცულობით აღარ განისაზღვრება. კერძოდ, სპორტული ავტომობილებისთვის აქციზის გადასახადი ფიქსირებულად, 100 ლარი იქნება.