სპინა ბიფიდას მქონე შშმ პირების პრობლემები

21:43, 28.10.2025

იშვიათი დაავადების მქონე მოქალაქეები სახელმწიფო პროგრამის გაფართოებას ითხოვენ.

საუბარია სპინა ბიფიდას დიაგნოზზე, რასაც საკმაოდ მძიმე და მრავალმხრივი გართულებები ახლავს. თანდაყოლილ დაავადებას ზურგის ტვინის დაზიანება და ახასიათებს, რაც ხშირ შემთხვევაში გადაადგილების შეზღუდვას იწვევს და ეტლით მოძრაობას საჭიროებს. მითითებული დიაგნოზით საქართველოში რამდენიმე ასეული ადამიანი ცხოვრობს, რომლებსაც მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის ძვირად ღირებული სერვისები სჭირდებათ. სახელმწიფო პროგრამა კი გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების მხოლოდ მცირე ნაწილს აფინანსებს.

მსგავსი