სპექტაკლი „ვკვდები როგორც ქვეყანა“

ფესტივალ „საჩუქარის“ საპატიო სტუმარი. საქართველოს ცნობილი ბერძენი მწერალი, დიმიტრიას დიმიტრიადისი სტუმრობს, რომელსაც ფესტივალის საპატიო ჯილდოს გადასცემენ. სწორედ მისი პოპულარული რომანის მიხედვით დადგმული სპექტაკლი წამოადგინეს დღეს.

ამბავი სულიერი სიკვდილის შესახებ მაყურებელმა მარჯანიშვილის თეატრის მცირე სცენაზე ნახა. სპექტაკლის რეჟისორი ქეთი დოლიძეა. „ვკვდები როგორც ქვეყანა“ რიგით 25-ე ფესტივალ „საჩუქრის“ ფარგლებში იყო წარმოდგენილი.