სპექტაკლი „სალამურას“ პრემიერა 

18:52, 11.11.2026

თოჯინების პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა მაყურებელს, მორიგი პრემიერა შესთავაზა.

„სალამურა“ – ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც რეჟისორმა გიორგი შალუტაშვილმა არჩილ სულაკაურის ნაწარმოების, „სალამურას თავგადასავლის“ საფუძველზე დადგა. ინსცენირების ავტორი ელენე შალუტაშვილია. ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოები, მხოლოდ ზღაპრული თავგადასავალი არ არის. შესაბამისად სპექტაკლიც მოგვითხრობს ამბავს სიკეთეზე, მეგობრობაზე, სიყვარულზე, თავისუფლებასა და ადამიანურ ღირებულებებზე.

მსგავსი