მსჯავრდებულების მონაწილეობით კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლი „ციხის თავზე ანგელოზები დაფრინავენ“ გაიმართა. სპექტაკლი ერთმოქმედებიანია და მასში 19 მსჯავრდებული მონაწილეობს. სცენარი, რეჟისურა, რეკვიზიტები, მხატვრული გაფორმება და აფიშაც თავად მსჯავრდებულებს ეკუთვნით.
სპექტაკლი № 5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებაში დაიდგა. სპექტაკლზე მუშაობის პროცესში მსჯავრდებულებს პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობის სრული მხარდაჭერა ჰქონდათ, რადგან ეს მათი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ნაწილია. თავად სპექტაკლს ლაიტმოტივად გასდევს აზრი იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულს, ისევე, როგორც ნებისმიერ ადამიანს, შეცდომის დაშვების შემდეგ უნდა შეეძლოს ცხოვრების სუფთა ფურცლიდან დაწყება.