მე-16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებმა კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე სპექტაკლი „ლამანჩელი“ წარადგინეს. წარმოდგენა იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის ფარგლებში განხორციელდა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით, სპექტაკლზე მუშაობა ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. სპექტაკლის რეჟისურა, მუსიკალური და მხატვრული გაფორმება თავად მსჯავრდებულებს ეკუთვნით. კომედიური ჟანრის ერთმოქმედებიან სპექტაკლში, რომელშიც 13 მსჯავრდებული და სამი პროფესიონალი მსახიობი მონაწილეობს, სიუჟეტი პენიტენციურ დაწესებულებაში ვითარდება.