სპექტაკლი - „ხედი სასტუმრო საქართველოდან“

სცენაზე გადატანილი მძიმე რეალობა.

დევნილობაში ცხოვრების წლები რეჟისორ ვანო ხუციშვილის ახალ სპექტაკლში ცოცხლდება სახელწოდებით „ხედი სასტუმრო საქართველოდან“. ეს ის სასტუმროა, სადაც 90-იან წლებში აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები ცხოვრობდნენ. სპექტაკლს, რომელიც რეალურ ისტორიებზეა აგებული, ამ წუთებში ღია ცის ქვეშ, ვაკის პარკში წარმოადგენენ.

სპექტაკლი მასში მონაწილე  მსახიობების  მონათხრობის მიხედვით დაიდგა. ის დევნილების  მძიმე ცხოვრებასთან ერთად სიყვარულის ისტორიასაც აერთიანებს.   სპექტაკლი გამორჩეულია იმითაც, რომ მასში უსინათლო მოყვარული მსახიობებიც მონაწილეობენ.