ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების ფონზე, საქართველოში საუდის არაბეთიდან დღეს კიდევ ერთი ავიარეისი უნდა შესრულდეს. მთავრობის მიერ ორგანიზებული სპეციალური რეისი დაგეგმილია 5 მარტსაც. გუშინ კი ომანიდან სამშობლოში 170 მოქალაქე დაბრუნდა. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ხელისუფლება განაგრძობს ყველა საჭირო ნაბიჯის გადადგმას მოქალაქეების დროულად და უსაფრთხოდ დაბრუნების უზრუნველსაყოფად. საქართველოს საელჩოები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კატარის სახელმწიფოში და საუდის არაბეთში 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. საქართველოში გამგზავრების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ საქართველოს შესაბამის საელჩოებს.