სპეცოპერაციის შედეგად ყველა მძევალი თავისუფალია

12:11, 22.10.2020

ზუგდიდში განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, მძევლების გათავისუფლების მრავალსაათიანი ოპერაცია 43 პირის გათავისუფლებით დასრულდა.ბოლო სამი მძევალი, რომელიც თავდამსხმელმა „საქართველოს ბანკის“ ფილიალის დატოვებისას თან წაიყვანა, რამდენიმე სათის წინ, გამთენიისას გათავისუფლდა.

შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის მძევლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. როგორ ვითარდებოდა მოვლენები მთელი ღამის განმავლობაში – ნახეთ #მოამბის სიუჟეტში.

მსგავსი