სპეცოპერაციის კვალი  

ქადაგებაში პატრიარქმა გუშინდელ სპეცოპერაციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ქვეყანამ დიდი განსაცდელი გამოიარა. ჩემს უკან თქვენ ახლა ხედავთ იმ ეზოს, სადაც გუშინ სპეცოპერაცია მიმდინარეობდა. აქ მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა პირველი არხის ჟურნალისტი გურამ როგავა. ის ამ ადგილს დღეს კიდევ ერთხელ დაუბრუნდა და გვიამბობს დეტალებს, რომლებზეც სპეცოპერაციაში მონაწილე სამართალდამცველების და მოსახლეობის უსაფრთხოების გამო გუშინ არ საუბრობდა.

18  საათიანი სპეცოპერაციის კვალი გურამ როგავას რეპორტაჟში.