სპეცოპერაციის გაშუქების მედიასტანდარტი 

დღევანდელი სპეცოპერაციის გაშუქების დროს მედიასტანდარტები დაირღვა. ტელევიზიების ნაწილი შეიარაღებული თავდასხმის ადგილზე და ბანკის შენობის გარეთ მიმდინარე მოვლენებს უწყვეტ რეჟიმში აშუქებს, თუმცა, რამდენიმე მათგანმა საპოლიციო ღონისძიების ყველა დეტალი და ადგილზე მობილიზებულ სამართალდამცავთა გადაადგილების მარშრუტი პირდაპირ ეთერში აღწერა.

ორმა ტელეკომპანიამ კი თავდამსხმელი ერთ-ერთი მძევლის საშუალებით პირდაპირ ეთერში ჩართო. და ეს მაშინ, როცა მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებებისა და თავდასხმების გაშუქების დროს მედიას უსაფრთხოების ყველა ნორმისა და წესის დაცვა, ტერმინების სრული სიზუსტით შერჩევა და პანიკის დათესვის ნაცვლად, მოვლენების განსაკუთრებული სიფრთხილით გაშუქება გვევალება.