სპეცოპერაციის ახალი დეტალები ვენესუელაში

12:24, 25.01.2026

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის ავტორიტარი ლიდერის, ნიკოლას მადუროს დაკავების ოპერაციის დროს ახალი საიდუმლო იარაღი გამოიყენა. New York Post-თან ინტერვიუში საიდუმლო იარაღს „დისკომბო-ბულატორს“ უწოდებს, რომლის საშუალებითაც მადუროს დაცვის „აღჭურვილობა დააზიანეს“, როდესაც ამერიკული ვერტმფრენები 3 იანვარს კარაკასში ჩაფრინდნენ ვენესუელის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის დასაპატიმრებლად. როგორც მედია წერს, სავარაუდოდ, ტრამპი გულისხმობს მოწყობილობას, რომელსაც შეუძლია სხვა სისტემების „დაბნევა” ან დაზიანება.

მსგავსი