სპეცოპერაცია თბილისში - სამართალდამცავების მობილიზება და მოსახლეობის ევაკუაცია

სამართალდამცავების მობილიზება და სპეც-ოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ღამის 12 საათისთვის დაიწყო. კორპუსთან, სადაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები იმყოფებოდნენ, პერიოდულად სროლის და აფეთქების ხმა ისმოდა. ცეცხლსასროლი იარაღით და ხელყუმბარებით შეიარაღებულმა პირებმა სამართალდამცავების წინააღმდეგ ცეცხლი რამდენჯერმე გახსნეს. ადგილზე იმყოფებოდნენ ძალოვანი უწყებების პირველი პირებიც. მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის კორპუსიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. სპეც-ოპერაციის ადგილთან ახლოს მდებარე სკოლებსა და ბაღებში შეწყდა სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი.