სპეცოპერაცია თბილისში - საედ დუდაევის საჩივარი

საედ დუდაევის საჩივარი სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო. შესაბამისად, მოსამართლეს საჩივრის შინაარსზე არ უმსჯელია, რომლითაც ინტერესების დამცველი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა. საედ დუდაევს აღკვეთის ღონისძიებად თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, რაც ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც. ადვოკატს ჯერ განჩინება არ ჩაუბარებია. მისი პოზიცია უცვლელია და ხვალ ბრალდებულთან შეხვედრა აქვს დაგეგმილი.

შეგახსენებთ, სპეცოპერეციის ფარგლებში დაკავებული ბრალს არ აღიარებვს.