სპეცოპერაცია თბილისის ცენტრში  

პოლიციამ ირანის მოქალაქე მამაკაცი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეკვეთილი მკვლელობა აღკვეთა. ბრალდებულის სამიზნე საქართველოში მყოფი ასევე ირანის მოქალაქე იყო.

ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულმა 1981 წელს დაბადებული პირის მკვლელობის მომზადებისთვის 5 ათას ხუთასი ამერიკული დოლარი აიღო. დანაშაულის მომზადებისთვის მან კონკრეტულ პირს იარაღის შეძენის მიზნით თანხის ნაწილი გადაუხადა. ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე სოლოლაკში დააკავეს. ადგილზე ჩატარდა მისი პირადი ჩხრეკა. ბრალდებულს თან ცივი იარაღი ჰქონდა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 16-20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.