სპეცოპერაცია სასტუმრო „ალიანსში“ - შსს-ს განცხადება

ჯერჯერობით უცნობია, როდის წარუდგენენ ბრალს ოფიციალურად თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ შვიდ პირს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქე სასტუმროში აიყვანეს, საიდანაც პოლიციამ სხვადასხვა სახის იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო.

ამ ეტაპზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში 27 ნოემბრიდან იმყოფებიან. მათი ჩამოსვლის კონკრეტულ მიზეზებს შინაგან საქმეთა სამინისტრო არკვევს. ასევე, უნდა დადგინდეს, აქვთ თუ არა კავშირი დაკავებულებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან, – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.