სპეცოპერაცია ქუთაისში
ქუთაისში ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის შენობის წინ სპეცოპერაცია ჩატარდა. პოლიციამ მეტადონის პროგრამის მონაწილე დააკავა. სამართალდამცველების განმარტებით, დაკავება სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოხდა. აღნიშნული პირი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლითაა დაკავებული, რაც ნარკორეალიზებას გულისხმობს.