სპეცოპერაცია ომალოში

ბოლო ორ კვირაში პანკისის ხეობაში უკვე მეორე სპეც-ოპერაცია ჩატარდა. ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულია კიდევ ერთი ადამიანი. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ სოფელ ომალოს მკვიდრმა-ზურაბ იდოიძემ მიიყვანა ქალაქ ხოფაში მყოფი ახმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფების წევრები საქართველო-თურქეთის საზღვრის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე, რის შემდეგაც ეს ჯგუფი ჩვენს ქვეყანაში აღმოჩნდა. სუსის განცხადების მიხედვით, იდოიძესთან ერთად ჩატაევის ჯგუფს საქართველოში შემოღწევაში ის პირიც ეხმარებოდა, რომელიც პანკისში 26 დეკემბერს ჩატარებული სპეც-ოპერაციის დროს აიყვანეს.

იდოიძის დაკავებას უკვე ეხმაურებიან ომალოში. ადგილობრივების ნაწილი ახალგაზრდისთვის წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება.

ჩვენი კორესპონდენტი ჟანა დიდებაშვილი გვერთვება პანკისიდან.