სპეცოპერაცია გორში

შსს-ს ინფორმაციით შიდა ქართლის პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

გამოძიების ცნობით, პოლიციამ მოქალაქე ბ.კ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, იმ დროს დააკავა, როდესაც მან მოქალაქეს, 3500 აშშ დოლარის სანაცვლოდ, 10 შეკვრად დაფასოებული, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება მიჰყიდა. დაკავებულის პირადი, დაკავების ადგილისა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია ფული და სეიფში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალებები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.