ღამის კლუბებში დიდი ოდენობით თანხის დაუფლების თაღლითურ სქემაზე პოლიციამ 15 პირი დააკავა. ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ თბილისში, რამდენიმე ღამის კლუბის მენეჯერებსა და მომსახურე პერსონალს შემუშავებული ჰქონდათ თაღლითობის გეგმა, გადანაწილებული ჰქონდათ როლები და მათ დაწესებულებაში შესულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მომსახურებასთან და შეკვეთილ პროდუქციასთან შეუსაბამო თანხებს სძალავდნენ. იმ შემთხვევაში, თუ სტუმარი უარს აცხადებდა თანხის გადახდაზე, თანამშრომლები მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და მუქარას ახორციელებდნენ. დანაშაულები ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.