სპეცოპერაცია და დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით
ნარკოდანაშაულის ბრალდებით კიდევ 44 პირია დაკავებული.
თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებაა. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები რომელთა შორის, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, ნარკოტიკებს სხვადასხვა მეთოდით სისტემატურად ყიდდნენ. რეალიზაცია, რეალიზაციის მცდელობა, შეძენა-შენახვა – დაკავებულების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს.