სპეცოპერაცია და დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით
თბილისსა და რამდენიმე რეგიონში ჩატარებული ოპერაცია – ნარკოდანაშაულის ბრალდებით კიდევ 34 ადამიანია დაკავებული. მათ ნაწილს დიდი ოდენობით ნარკოტიკების რეალიზაციაში ედებათ ბრალი. ბრალდებულებს შორის არიან უცხოეთის მოქალაქეებიც. საგამოძიებო მასალებში ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად საკონტროლო შესყიდვის ამსახველი აუდიო და ვიდეოკადრები სახელდება. გამოძიების ვერსიით, ნარკოტიკული ნივთიერებების გასაღების მეთოდი ამ შემთხვევაშიც იგივე იყო, ბრალდებულები ხელიდან ხელში მიწოდების და ე.წ. დადების მეთოდს მიმართავდნენ.