სპეცოპერაცია და დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით
სხვადასხვა მისამართზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებები და ათეულობით დაკავებული – სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები აიყვანეს. მათ შორის არიან ქალები და მსხვილი ნარკორეალიზატორები. დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია დიდი ოდენობით გასაყიდად გამზადებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, დაფასოებისთვის საჭირო მასალები და უკანონო რეალიცაზიის შედეგად მიღებული თანხა. გამოძიების ინფორმაციით, ამოღებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღება ქვეყნის მასშტაბით, ღამის კლუბებსა და სხვა გასართობ ობიექტებზე იგეგმებოდა.