სპეცოპერაცია და დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით
თბილისსა და ორ რეგიონში ჩატარებული სპეცოპერაცია.
ნარკოდანაშაულზე კიდევ 18 პირია დაკავებული. მათ ნაწილს ნარკოტიკების რეალიზაციაში ადანაშაულებენ. დაკავებულთაგან რამდენიმეს კი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენას და შენახვას ედავებიან. გამოძიების ცნობით, საქმის მასალებში დევს ე.წ. საკონტროლო შესყიდვების ამსახველი აუდიო-ვიდეო მასალები, ასევე ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკები. საგამოძიებო მასალებით ირკვევა, რომ ნარკოტიკული ნივთიერებების გაყიდვას სისტემატიური ხასიათი ჰქონდა, რისთვისაც სხვადასხვა ადგილს და მეთოდს იყენებდნენ. ხელისუფლება ნარკოდანაშაულთან ბრძოლას ერთ-ერთ პრიორიტეტად აცხადებს და ცოტა ხნის წინ გამკაცრებულ კანონში მორიგ ცვლილებებს აანონსებს.