სპეციალური სამსახურის 32 წლის იუბილე

15:20, 27.06.2026

ბათუმში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 32 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად, სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. წარმატებული თანამშრომლები მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

მსგავსი