სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადება

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ტელეკომპანია „ტვ-პირველის“ გადამღებ ჯგუფზე მომხდარი სასტიკი თავდასხმის გამოძიებაზე განცხადებას ავრცელებს. დანაშაულში მონაწილე პირები ამ დრომდე არ არიან იდენტიფიცირებული და მიცემული პასუხისგებაში. უწყების ცნობით, ტარდება შესაბამისი ექსპერტიზები. ექსპერტიზა უტარდება და მიმდინარეობს სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული ვიდეომასალების შესწავლა. ასევე ექსპერტიზა უტარდება და მოწმდება ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტის, ქეთა ციცქიშვილის მიერ დასახელებული პირებისა და მათი სახლების ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნივთებს.

მობილური კავშირის კომპანიებიდან ამოღებულია გამოძიებისთვის საინტერესო პირების მობილური ტელეფონების მდებარეობის ინფორმაცია ანძების მიხედვით. ტარდება ექსპერტიზა ვიდეომასალაზე, რომელშიც ჩანან თავდამსხმელები. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან მოთხოვნილია ინფორმაცია შემთხვევის ადგილის სიახლოვეს მყოფი პოლიციის თანამშრომლების, ბორტისა და სამხრე ვიდეოკამერის ჩანაწერების თაობაზე.

შეგახსენებთ, „ტელეკომპანია პირველის“ გადამღებ ჯგუფს რამდენიმე ნიღბიანი ადამიანი თავს დაესხა ბესიკის ქუჩაზე და სასტიკად გაუსწორდა. მაკა ჩიხლაძესა და გიორგი შეწირულს სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. მათ რამდენიმე დღე გაატარეს კლინიკაში და რეკომენდაციებით მკურნალობას სახლში განაგრძობენ.