სპეციალური რეისი უცხოეთში მყოფი მოქალაქეებისთვის

საზღვრების ჩაკეტვა არ გავრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ახლა სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფებიან და სამშობლოში დაბრუნება სურთ. თუმცა, პრობლემას ქმნის ის გარემოება, რომ უცხოური ავია-კომპანიების დიდმა ნაწილმა ფრენები გააუქმა, ევროპის არაერთმა ქვეყანამ კი უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის საზღრები დაკეტა. შესაბამისად უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ალტერნატიული გზების მოძიება უწევთ.

პარიზი, ამსტერდამი, ვენა – ეს ის ქალაქებია, საიდანაც გამომგზავრება ჯერ ისევ შესაძლებელია ქართული ავიაკომპანიით. არსებობს კიდევ ერთი ალერნატივა ვარშავას სახით, რადგან პოლონეთი საქართველოდან საკუთარი მოქალაქეების გაყვანას სპეც-რეისით გეგმას და ამ რეისით სარგებლობა საქართველოს იმ მოქალაქეებსაც შეუძლიათ, რომლებიც ამ მომენტისთვის პოლნეთში იმყოფებიან.

გიორგი კობერიძე ცდილობს დეტალების დაზუსტებას.