ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან სამშობლოში კიდევ 140 მოქალაქე დაბრუნდა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით კიდევ ერთი სპეციალური რეისი დღეს შესრულდა. რეისი მასკატიდან – თბილისის მიმართულებით გამთენიის გამოფრინდა და სამშობლოში დუბაისა და კატარში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ჩამოიყვანა. დღევანდელი რეისი რიგით მეოთხეა, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან მოქალაქეების დასაბრუნებლად დაინიშნა. ბოლო დღეებში შესრულებული ოთხი რეისით ჯამში სამშობლოში 600-ზე მეტი ადამიანი დაბრუნდა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ამით პროცესი დასრულებულია. ყველა მსურველი უკვე საქართველოშია.