სპეციალური რეისები - მთავრობის წევრების განმარტება

კომპანია „აირზენას“  მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის განკუთვნილი სპეციალური რეისები შეჩერებულია, მთავრობის წევრები ეხმაურებიან. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, რეისების შესრულების გრაფიკი შეიცვალა, თუმცა, ამ პირობებში, კერძო კომპანიამ კომერციულ ინტერესზე წინ საზოგადოებრივი ინტერესი უნდა დააყენოს.

რა მიზეზით განხორციელდა ცვლილება გრაფიკში, რას აცხადებენ საკოორდინაციო საბჭოს წევრები და რომელ ქვეყნებში როდისთვის არის დაგეგმილი რეისების შესრულება, ამ ინფორმაციას მაკა არჩევნიშვილი მოგვაწვდის.