ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო, ცოტა ხნის წინ, ომანის დედაქალაქიდან თბილისში სპეციალური რეისი შესრულდა. სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს 168 მოქალაქე. ჯამში, ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული სპეცრეისებით, საქართველოში 500-ზე მეტი პირი დაბრუნდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისის მიმართულებით სპეციალური რეისები 3, 4 და 5 მარტს განხორციელდა.