სპეციალური რეისები საქართველოს მოქალაქეებისთვის

ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების ფონზე, საქართველოში ომანიდან პირველი სპეციალური რეისი შესრულდა. სამშობლოში 170 მოქალაქე დაბრუნდა. მთავრობის მიერ ორგანიზებული სპეციალური რეისები 4 და 5 მარტსაც არის დაგეგმილი. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ხელისუფლება განაგრძობს ყველა საჭირო ნაბიჯის გადადგმას ჩვენი მოქალაქეების დროულად და უსაფრთხოდ დაბრუნების უზრუნველსაყოფად. საქართველოს საელჩოები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კატარის სახელმწიფოში და საუდის არაბეთში 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.