სპეციალური რეისები საქართველოს მოქალაქეებისთვის

სპარსეთის ყურის ქვეყნებზე ირანის დარტყმების გამო რამდენიმე ქვეყანამ საჰაერო სივრცე დახურა. სპეციალური რეისები დაინიშნა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც შექმნილი მდგომარეობის გამო სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. დღეს დაგეგმილია ფრენა ომანიდან, კერძოდ, მუსკატიდან, ხვალ კი რეისი იგეგმება საუდის არაბეთის დედაქალაქიდან. საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც სამშობლოში სურთ გამომგზავრება, საქართველოს საელჩოებს უნდა დაუკავშირდნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, რამდენიმე ქვეყნის საგარეო სივრცის დახურვისა და შეზღუდვების გამო მთავრობამ სპეციალური რეისების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო.