სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის წარდგენა

15:22, 27.10.2026

იუსტიციის მინისტრმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, რამაზ თათარაშვილი სამსახურის თანამშრომლებს წარუდგინა. რამაზ თათარაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მუშაობის 28-წლიანი გამოცდილება აქვს, ძირითადად, მენეჯერულ პოზიციებზე. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელად დანიშვნამდე იგი შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა, მანამდე კი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. რამაზ თათარაშვილი პოლიციის პოლკოვნიკია.

მსგავსი