სპეციალური ოპერაციების სარდლობის მშენებარე ბაზა 

18:19, 02.11.2025

საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო ბაზების კეთილმოწყობა და ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს თავდაცვის მინისტრი გენერალ-ლეიტენანტ გიორგი მათიაშვილთან ერთად გაეცნო და მშენებლობის ეტაპებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღო. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა მუხროვანში, სპეციალური ოპერაციების სარდლობის მშენებარე სამხედრო ბაზა მოინახულეს. სპეციალური ოპერაციების სარდლობის თანამედროვე  სტანდარტების ცენტრი, 24 ახალ და სამი ძველი შენობის რეაბილიტაციას მოიცავს. ამასთან, მინისტრი იმყოფებოდა ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ახალ დისლოკაციის ადგილზე.

მსგავსი