სპეციალური ოპერაციების სარდლობის იუბილე

15:20, 22.11.2025

საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობა 26 წლის იუბილეს აღნიშნავს. საზეიმო ცერემონიალი მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის ბაზაზე ჩატარდა.

სამხედრო მოსამსახურეებს იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა და სპეციალური ოპერაციების სარდალმა მიულოცეს. სტუმრებმა ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი შეიარაღება და აღჭურვილობაც დაათვალიერეს.

 

მსგავსი