სპეციალური მიღება თურქეთის საელჩოში

ჰოლოკოსტის დღესთან დაკავშირებით, თურქეთის საელჩომ სპეციალური მიღება გამართა. შედგა დოკუმენტური ფილმის „ლინა ამატოს ისტორია“ ჩვენება.

საქართველოში თურქეთის ელჩის თქმით, თურქეთი მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად ჰოლოკოსტის შედეგად დაღუპულ მილიონობით ადამიანს ყოველწლიურად იხსენებს, რადგან მიიჩნევს, რომ ამ ადამიანების ისტორიები არასდროს უნდა მიეცეს დავიწყებას.

თავის მხრივ, ელჩმა ებრაელების გადარჩენის საქმეში, მეორე მსოფლიო ომის დროს საბერძნეთში თურქეთის კონსულის როლზეც ისაუბრა.