სპეციალურ საცავში დაცული უნიკალური სასმელები
ღვინის ქარხანა №1-ში, სპეციალურ საცავში დაცული ალკოჰოლური სასმელების უნიკალური კოლექციის შესწავლა იწყება. ღონისძიების ორგანიზატორთა ინფორმაციით, „ღვინის ენოთეკა“ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ღვინის ეროვნული სააგენტოს სარგებლობის უფლებით, უსასყიდლოდ და უვადოდ გადასცა. უნიკალური ენოთეკის გახსნა და მისი შესწავლა შესაძლებლობას იძლევა, რომ ქართული ღვინო კიდევ ერთხელ მოექცეს საერთაშორისო ყურადღების ცენტრში.