სპეციალისტების რეკომენდაციები ახალი წლის დღეებში
ახალი წლის ღამეს მოქალაქეები პიროტექნიკის ნაწილის გამოყენებას ვეღარ შეძლებენ.
აპრილიდან ამოქმედებული რეგულაციებით, აკრძალულია იმ ფოიერვერკების თავისუფალი რეალიზაცია, რომლებიც ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია. დაშვებულია ცალკეული გამონაკლისები სხვადასხვა ღონისძიებისთვის და გარკვეული ობიექტებისთვის, თუმცა ასეთ შემთხვევაშიც შესაბამისი პროდუქციის გამოყენების წესები მკაცრად უნდა იყოს დაცული. პიროტექნიკის დიდი ნაწილის აკრძალვა ბოლო წლებში გახშირებულ უბედურ შემთხვევებს უკავშირდება. სადღესასწაულო დღეებში სწორედ ფოიერვერკებისა თუ მაშხალების არასწორად გამოყენების გამო დაზარალებულთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდებოდა. შესაბამისი პროდუქტების სწორად გამოყენების გარდა მოქალაქეები ალკოჰოლური თუ კვებითი ინტოქსიკაციის ხშირი შემთხვევების გამო გაფრთხილებას იღებენ ექიმებისგანაც.