SpaceX-ის რეგიონალური მენეჯერი თბილისში

საქართველოს კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებსა და კომპანია SpaceX-ის ბაზრებზე წვდომის რეგიონალურ მენეჯერს შორის შეხვედრა შედგა. კომპანია SpaceX-ის Starlink-მა კომუნიკაციების კომისიაში სატელიტური ინტერნეტ სერვისების მიწოდების მიზნით ავტორიზაცია გაიარა, კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში კვლავ ჩამოვიდა და კომისიის წარმომადგენლებს კომპანიის მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია პირადად მიაწოდა. SpaceX-ი საქართველოში პრაქტიკული საქმიანობის დაწყებას 2023 წლიდან გეგმავს.