სოზარ სუბარმა საჯარო ლექცია წაიკითხა

სოზარ სუბარმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საჯარო ლექცია წაიკითხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, დევნილთა და განსახლების მინისტრმა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

შეთანხმების თანახმად, დევნილ სტუდენტებს, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე სწავლობენ 400-ლარიანი ვაუჩერი გადაეცემათ, ხოლო წარჩინებულ დევნილ სტუდენტებს სპეციალური სტიპენდია დაენიშნებათ.