სოზარ სუბარი დავით უსუფაშვილს პასუხობს

მმართველი გუნდი დავით უსუფაშვილს საკანონმდებლო ორგანოს შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. სოზარ სუბარის თქმით, უსუფაშვილი ვიწრო პარტიული ინტერესებიდან უყურებს ყველა საკითხს. განცხადების ავტორი კი აცხადებს, რომ მისი სიტყვები არავის შეურაცხყოფა არ ყოფილა.

შეგახსენებთ, საუბარია პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის იმ განცხადებაზე, სადაც ის პრეზიდენტის უფლებამოსილებასა და როლზე საუბრობდა. მისი თქმით, თუ სასახლის ზომა საძალაუფლებო წონასთან არის კავშირში, მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე თავისი წონის შესაბამისად სარდაფის მინუს მესამე სართულზე უნდა ჩავიდეს.