სოზარ სუბარი ბოლნისის მცხოვრებლებს შეხვდა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება ქვემო ქართლში. სოზარ სუბარი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ბოლნისის მცხოვრებლებს ესაუბრნენ.

მთავრობის წარმომადგენლებმა მოსახლეობის საჭიროებები და  მოთხოვნები მოისმინეს იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, რომლებიც მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.

სარემონტო სამუშაოები ჩატარდება სოფლის სკოლაში და რიტუალების სასახლეში.

სანიაღვრე სისტემები და ცენტრალური გზა მოწესრიგდება სოფელ ბალიჭში. მოსახლეობის გადაწყვეტილებით, შიდა გზების მოასფალტება იგეგმება დაბა კაზრეთში.