სომხური თეატრის რეაბილიტაცია

თბილისში, პეტროს ადამიანის სახელობის სომხური პროფესიული დრამატურგიული თეატრის სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტს ფონდი „ქართუ“ აფინანსებს. სამუშაოები 2017 წელს კულტურის სამინისტროს მიერ დამტკიცებული გეგმის მიხედვით ტარდებოდა, თუმცა შენობის სავალალო მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა მისი სრული დემონტაჟი.

ახალი პროექტი, უკვე 6403 კვადრატული მეტრი ფართის სრულიად ახალი შენობის აგებას ითვალისწინებს. შენობა ჯამში, 607 მაყურებელზეა გათვლილი. პროექტის საერთო საპროგნოზო ღირებულება, 18 მილიონ ლარს შეადგენს.