სომხური თეატრის ახალი შენობა  

სომხურ პროფესიულ თეატრს მალე ახალი შენობა ექნება.

ავლაბარში მდებარე და 83-წლიანი ისტორიის მქონე ძველი ნაგებობა მთლიანად დაინგრა და მის ადგილზე ახალი თეატრის მშენებლობა დაიწყო. სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე, თეატრის შენობა ავარიულ მდგომარეობაში იყო, რის გამოც დასი რეპეტიციებს სხვა შენობებში ატარებდა, სხვა სივრცეებში იდგმებოდა სპექტაკლებიც.

თათია ბუხრაშვილი დაინტერესდა, როგორი იქნება პეტროს ადამიანის სახელობის თეატრის ახალი შენობა, რომლის მშენებლობა მომავალ წელს უნდა დასრულდეს.