სომხური სამოციქულო ეკლესია შობის დღესასწაულს აღნიშნავს
დღეს სომხური სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია, მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. მსგავსად ყველა სომხური ეკლესიისა, თბილისის სურბ გევორგის საკათედრო ტაძარში, სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს. იქნება წყლის კურთხევაც. ხალხს ნაკურთხი წყალი სახლში მიაქვს და სნეულთა სამკურნალო საშუალებად იყენებენ. სომეხთა ეკლესიის კალენდრის თანახმად, ქრისტესშობის წინა ერთი კვირა მარხვაა. შობის ბრწყინვალე დღესასწაული იწყება 5 იანვარს საღამოს და სრულდება შუაღამის შემდეგ. 5 იანვრის საღამოს ყველა სომხურ ეკლესიაში აღევლინება ნათლისღების ჭრაგალუიცი. ეკლესიაში დანთებული სანთლები ხალხს სახლში მიაქვს. ის ღვთაებრივი ნათელის, ეკლესიის კურთხევის სიმბოლოა. ჭრაგალუიცი ასევე განასახიერებს ბეთლემის ვარსკვლავის სინათლეს.