სომხური სამოციქულო ეკლესია აღდგომას აღნიშნავს

12:29, 05.04.2026

დღეს, 5 აპრილს აღნიშნავს აღდგომას სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიაც. სადღესასწაულო მსახურება საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყველა მოქმედ ეკლესიაში ჩატარდა. მსახურება დიდ შაბათ დღეს, საღამოს 6 საათიდან დაიწყო. თბილისის სურბ გევორგის საკათედრო ტაძარში საზეიმო მსახურება წინამძღოლმა კირაკოს დავთიანმა ჩაატარა, წირვის დასრულების შემდეგ იკურთხა ბზა, რომელიც ტაძარში შეკრებილ მრევლს დაურიგდა.

მსგავსი