სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ტარდება

ორ საათზე ნაკლები დრო რჩება საარჩევნო უბნების დახურვამდე სომხეთში, სადაც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ტარდება.

კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. მოქალაქეებმა არჩევანი ცხრა პოლიტიკურ პარტიასა და ორ ალიანსს შორის უნდა გააკეთონ.

საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა სომხეთის რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა. მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა ქვეყნის პრეზიდენტმაც. არჩევნებზე იმყოფებოდა ნიკოლ ფაშინიანიც.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგები, სავარაუდოდ, უბნების დახურვიდან რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.