სომხეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - „მოამბე“ ერევნიდან

უკვე შვიდი საათია, სომხეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 14.46%-ია, რაც წინა არჩევნებთან შედარებით თითქმის 2,5 %-ით მეტია. 107-მანდატიან პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“ იბრძვის, რომელსაც, გამოკითხვის მიხედვით, ამომრჩეველთა 32% უჭერს მხარს. მისი მთავარი მეტოქე ოპოზიციური „ძლიერი სომხეთია“. სამველ კარაპეტიანი, ოპოზიციონერი ლიდერი ამჟამად ხელისუფლების გადატრიალების მცდელობისთვის შინაპატიმრობაში იმყოფება.

ლევან ახალაიას ჩართვა ერევნიდან #მოამბე