სომხეთში, ოპოზიციონერი დეპუტატისა და საპროტესტო აქციების ორგანიზატორის, ნიკოლ პაშინიანის ინფორმაციით, ხვალ მთავრობასთან მოლაპარაკების პროცესი დაიწყება. პაშინიანის თქმით, მოლაპარაკების პროცესი უნდა მოიცავდეს ხელისუფლების გადაცემის მშვიდობიან ფორმას.
„საღამოს 19 საათზე კი მიტინგს ჩავატარებთ იმისთვის, რომ მოგიყვეთ როგორ ჩაივლის მოლაპარაკებების პროცესი. უნდა გავარკვიოთ რა ეტაპზე ვიმყოფებით და რა ქმედებით უნდა მოვახდინოთ გამარჯვების გარანტირება“,- განაცხადა პაშინიანმა.
გავრცელებული ინფორმაციით, დღეს ერევანში მიტინგი არ გაიმართება.
შეგახსენებთ, სომხეთში პრემიერ-მინისტრ სერჟ სარგსიანის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები 13 აპრილს დაიწყო. გუშინ სარგსიანმა თანამდებობა დატოვა.