სომხეთის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები

12:16, 15.06.2026

სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაცხადა. მონაცემების მიხედვით, სომხეთის მმართველმა პარტიამ, „სამოქალაქო შეთანხმებამ“ – 49,7%, ალიანსმა „ძლიერმა სომხეთმა“- 23,2% ხოლო ბლოკმა „სომხეთმა“ – 9,9% მიიღო. აღნიშნული შედეგების მიხედვით, სომხეთის ახალ პარლამენტში მანდატები შემდეგნაირად ნაწილდება: „სამოქალაქო შეთანხმება“ – 64 მანდატი, „ძლიერი სომხეთი“ – 29 მანდატი, ბლოკი „სომხეთი“ – 12 მანდატი. საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, სომხეთის ექვსმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომელშიც 7 ივნისს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ საარჩევნო პროცესი თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არ ყოფილა.

მსგავსი